ახალი ამბები
გოგი წულაიამ "ფული" მდინარე რიონში "გადაყარა" - პერფორმანსი (ვიდეო)
FaceBook
პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ, ქუთაისში თეთრ ხიდზე ბიუჯეტის  არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით პერფორმანსი მოაწყო.
გოგი წულაიამ 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტი გააპროტესტა და სიმბოლურად რიონში "2020 წლის ბიუჯეტი და ფული”გადაყარა.

"ამ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით რაც არის დაგეგმილი,  ეს არის რიონში ფულის გადაყრა, ერთი წლის გადაგორება და მეტი არაფერი. ერთ ნაწილს ყრიან რიონში, მეორეს კი ჯიბეში იდებენ", -  ამბობს პარტია “ თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია.


Print