ახალი ამბები
წყალტუბოში, სანატორიუმში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook
წყალტუბოში ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" გაჩენილ ხანძარს ორი 65 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 7 იანვარს გვიან ღამით მოხდა. 

როგორც სახანძრო სამაშველო სამსახურში განმარატვენ, ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.

"მაშველებს ორი ცხედარი დახვდათ, სავარაუდოდ ქალები არიან. ჩვენმა ბრიგადამ 35 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა,  ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის შედეგად  ერთი ოთახი დაიწვა", -  ამბობს საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი,  რატი მუჯირი. 


ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
Print