ახალი ამბები
სამტრედიის მუნიციპალიტეტი 30 000 ლარის ღირებულების ნაგვის ურნას შეიძენს
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ნაგვის ურნების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოყო.
ურნებისთვის სახელმწიფო შესყიდვა მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.
სამტრედიაში სანაგვე ურნების შესყიდვას ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია "ექსიმ ტრაფიკი" განახორციელებს. კომპანია თბილისშია დარეგისტრირებული და მისი ხელმძღვანელი იუსუფ თაშქირანია.
სატენდერო ხელშკრულებით ირკვევა, რომ კომპანიამ სამტრედიის მუნიციპალიტეტს 20 ცალი ლითონის და 100 ცალი პოლიეთილენის სანაგვე ურნა უნდა შეუძინოს.
ამასთანავე, კონტეინერები უნდა აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ პირობებს და მათი მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 60 დღის ვადაში უნდა მოხდეს.

დეა მანაგაძე
Print