ახალი ამბები
თერჯოლაში იარაღის შემთხვევით გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
FaceBook
თერჯოლის სოფელ კვახჭირში 3 წლის მოზარდმა იარაღიდან შემთხვევით გასროლით 6 წლის ძმა მოკლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მცირეწლოვანმა სასხლეტს თითი შემთხვევით გამოკრა.

მოზარდი საავადმყოფოში გადაყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print