ახალი ამბები
ქუთაისის ქუჩებში "შობის მახარობლები" გამოჩნდნენ
FaceBook
ქუთაისში ქრისტეს შობის აღნიშვნა დაიწყო.
შობის მახარობლები, ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლთან, მეუფე იოანესთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო გალობით ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ. ალილოს მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან და  ნობათს შეაგროვებენ, რომელსაც სოციალურად შეჭირვებულებს გადასცემენ. 

ალილოს მსვლელობას შეურთდნენ ქუთაისის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლები.
Print