ახალი ამბები
ქუთაისთან ახლოს ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
FaceBook
ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოგნარში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც მანქანის წინა ნაწილი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ავტომანქანის გაუმართაობაა.

მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.
Print