ახალი ამბები
საგზაო დეპარტამენტი ქუთაისში 10 ქუჩის რეკონსტრუქციას გეგმავს
FaceBook

საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020–2021 წლებში ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 10 მილიონ ლარს დახარჯავს.


მომდევნო ორი წლის განმავლობაში საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია დაგეგმილია 10 ქუჩაზე. მათ შორის, გზა მოწესრიგდება ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებასა და   ჩხობაძის ქუჩის III შესახვევში, რომელთა  ჯამური სიგრძე  15 920 მეტრია. ასევე, რეაბილიტირდება დავით და კონსტანტინეს ქუჩის და ლესელიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5500 მეტრიანი მონაკვეთი.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუჩების რეკონსტრუქციის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები,  ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

საგზაო დეპარტამენტი, 2020 წელს ასევე გეგმავს აღამაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების და საიათნოვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

Print