ახალი ამბები
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 87 წელი შეუსრულდა
FaceBook

დღეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე 87 წლის გახდა.


ილია მეორე სრულიად საქართველოს  პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს  აირჩიეს. იგი უკვე 42 წელია ქართულ სამოციქულო ეკლესიას წინამძღოლობს.


ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა.  1957 წელ ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი მღვდელმონაზვნად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1963 წელს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად, ხოლო 1969 წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.


2010 წლიდან  ილია მეორის წოდება შემდეგნაირად განისაზღვრება:  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

Print