ახალი ამბები
ქუთაისს, თბილისს, ბათუმსა და კიდევ ოთხ ქალაქს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცემა
FaceBook

საქართველოს შვიდ ქალაქში, საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივ სამსახურებს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცემა.


თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი გერმანული წარმოების 30 მანქანა ქუთაისში, თბილისში, ბათუმში,  ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში   განაწილდება.

 

სახანძრო ტექნიკის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა. ღონისძიებას უწყების წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია "მაგირუსის" ქარხანაში, საქართველოს  რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო.

ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობის და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს.


ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 მეხანძრე-მაშველი სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაში გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი ლევან ოღაძე, რომელიც 2019 წლის 12 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯილდო მის შვილს, 6 წლის სანდრო ოღაძეს გადაეცა.

Print