ახალი ამბები
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა
FaceBook
ორ იანვარს, ხონის სოფელ კუხთან ახლოს, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ახალგაზრდა ბიჭი მძიმედ დაშავდა, ორი კი გარდაიცვალა.  დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია მეორე ავტომანქანაში მსხდომებს.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე–8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print
თეგები: #ავარია #ხონი