ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო
FaceBook

ქუთაისში საახალწლო განწყობის შესაქმნელად ზრუნვა უკვე დაიწყო.

ქუთაისის ქუჩებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ ელფები, რომლებმაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მუსიკალური ფლეშმობი მოაწყვეს. ელფებმა  მსვლელობით ჩაიარეს ცენტრალური მოედანი და ბულვარის ტერიტორია.

 

ახალი წლის დადგომამდე კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტი რეაბილიტირებულ უბანში. ტრადიციული გალა კონცერტი კი  ცენტრალურ მოედანზე 22:00 სთ-ზე დაიწყება.

ახალ წელთან დაკავშირებით სულ 30-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი. საახალწლო ზეიმი 31 დეკემბრიდან შვიდი იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.



ამავე თემაზე:

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ახალ წელს (პროგრამა)



Print