ახალი ამბები
ვინ იმღერებს ქუთაისში ახალი წლის ღამეს
FaceBook
ქუთაისში ახალ წელთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების მუსიკალური ნაწილი 31 დეკემბერს დღის 12 საათიდან დაიწყება.
საზეიმო პროგრამას ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების მიერ ორგანიზებული კონცერტი გახსნის.

12:30-დან კი  რეაბილიტირებულ უბანში იმღერებენ ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი"";  რეპერი პაჯო;  გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე და  თათა გიორგობიანი.

ახალი წლის ტრადიციული გალა კონცერტი  ცენტრალურ მოედანზე 22:00 სთ-ზე დაიწყება. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ,,გიორგი გაბუნიას ღამის შოუ"". იმღერებენ
ანსამბლი ,,ფორტე"; ტრიო ,,ბალადა";  გიორგი ფრუიძე და ბენდი და  ანდრია გველესიანი.
ზუსტად 12 საათზე კი ახალი წლის შემოსვლას ქალაქს მიულოცავს  ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი - ,,მრავალჟამიერი". საღამოს დაასრულებს დიჯეი  "ზაპა".

ახალ წელთან დაკავშირებით სულ 30-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი. საახალწლო ზეიმი 31 დეკემბრიდან შვიდი იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.



ამავე თემაზე:


რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ახალ წელს (პროგრამა)
Print