ახალი ამბები
ცხინვალი ე.წ. საზღვარს დროებით კეტავს
FaceBook

30 დეკემბრიდან სამი იანვრის ჩათვლით ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს დროებით ჩაკეტავს.

როგორც ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, შეზღუდვა ახალი წლის დღეებში უსაფრთხოებას უკავშირდება.


„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ზოლზე არსებულ  გამშვებ პუნქტს პერიოდულად, საკუთარი სურვილისამებრ კეტავს.

Print