ახალი ამბები
ბექა ლომთაძე ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
FaceBook
ქუთაისში, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 27 წლის ბექა ლომთაძე დასახელდა.

ბექა ლომთაძის თქმით, მიმდინარე წელი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა და საუკეთესო სპორტსმენად დასახელებას ელოდა.

''ველოდი, რომ დამასახელებდნენ, დიდებში დღემდე მსოფლიო ჩემპიონი არ გვყოლია, ამიტომაც მოულოდნელი არ იყო ''-, აცხადებს მსოფლიო ჩემპიონი.


ბექა ლომთაძე, მსოფლიო ჩემპიონი მიმდინარე წლის სექტემბერში გახდა, ლომთაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 61 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში რუსი იდრისოვო 6-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


ამავე თემაზე:

27 წლის მსოფლიო ჩემპიონი ქუთაისიდან (ვიდეო)
Print