ახალი ამბები
წყალტუბო ხელოვნების სამდღიან ფესტივალს უმასპინძლებს
FaceBook
25-27 სექტემბერს წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი გაიმართება..

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში შვეიცარიელ სტუმრებთან  ერთად დაგეგმილია კლასიკური მუსიკის, ქორექოგრაფიის, ქარგვის, ბლოგერების ველოსიპედების შეკეთების ვორქშოპები, წყალტუბოს მოცეკვავეთა ანსამბლების "იალონის", "გიჟი პეპლების", "სიონის" კონცერტები, შვეიცარიელი ქორექოგრაფების - მერეტ შლეგერისა და კილიან ჰესელბექის საცეკვაო წარმოდგენა "ორთოფედია თუ ყოფნა". ასევე დაგეგმილია გერმანელი და ქართველი ხელოვანების ვახო სიხარულიძის და მისი მეგობრების მიერ შექმნილი სკულპტურის ოფიციალური გახსნა; გამოფენები გაიმართება სამხატვრო სკოლასა და სავაჭრო ცენტრ "მერცხლის" ტერიოტირაზე; ლიტერატურული კითხვა "ქუთაისის კუთხის" პრეზენტაცია, ლია უკლება, ქრისტინე რობაქიძე, ჩი ჩო, გივი ავალიანი, გიორგი ხასაია ისაუბრებენ ხელოვნებაზე. ფეტივალზე "ნადურთან" ერთად იმღერებს უკრაინული ფოლკლორული ანსამბლი "კანა ბენდი", რუსთავის ბავშვთა გუნდი, ქართული ცეკვის ფოლკლორს წარმოადგენს ზესტაფონის მოცეკვავეთა ანსამბლი "ძმები".
19-დან 25 სექტემბრამდე ყოველ საღამოს ქალაქის სხვადსხვა ადგილებში გაიმართება კინოჩვნებები.
პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონალური პროგრამის ფარგლებში. ფესტივალი ფინანსურის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანმაშრომლობის ოფისი (SCO)




Print