ახალი ამბები
ვანის მუნიციპალიტეტში ორი დღეა ხანძარს ებრძვიან
FaceBook

ვანის მუნიციპალიტეტში სოფლების ტყის მასივში ორი დღეა ხანძარს ებრძვიან.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის კერა სოფელ ძულუხში ლიკვიდირებულია, ხოლო სოფელ სულორში კი ლოკალიზებული.

'' ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით არ ვიცით, გამოძიება დაადგენს''- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

 

Print