ახალი ამბები
ზესტაფონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook
ზესტაფონში გაჩენილმა ხანძარმა ხანდაზმული ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ორსართულიან სახლის ერთ ოთახში გაჩნდა და მხოლოდ ერთი ოთახი დაიწვა.

"ადგილზე სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები დროულად მივიდნენ, თუმცა ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ქალბატონი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, და ის, სავარაუდოდ, სახლში მარტო ცხოვრობდა" - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამი სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 24 დეკემბერს მოხდა.
Print