ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
14:40 / 25.12.2019
ქუთაისის საკრებულომ 2020 წლის
ბიუჯეტის პროექტი აპლოდისმენტების ფონზე დაამტკიცა.
ქალაქის მთავარი ფინანსური
დოკუმენტის მიღებას უმრავლესობის დეპუტატებმა შენიშვნების გარეშე,
ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის თქმით, 2019
წელთან შედარებით ბიუჯეტი შვიდი მილიონი ლარით არის გაზრდილი, წლის
ბოლომდე კი 75 მილიონს მიაღწევს.
მერიაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს მთავარი პრიორიტეტი
ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულება იქნება.
2020 წლის ქუთაისის ბიუჯეტის მოცულობა 61 მილიონი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები