ახალი ამბები
ქუთაისის ქუჩებში ზედამხედველობის სამსახურის ავტომანქანები იპატრულირებენ
FaceBook
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ქალაქის ქუჩებში მონიტორინგს ავტომანქანებით განახორციელებენ.
ზედამხედველები  კონტროლს გაუწევენ პარკირების წესების, გარევაჭრობის, რეკლამის განთავსებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევას.
თანამშრომლები ობიექტზე გავლენ მოქალაქის მიერ კონკრეტულ სამართალდარღვევაზე შეტყობინების მიღების შემთხვევაშიც.

ავტომანქანების პრეზენტაცია მერიამ დღეს გამართა.
ქალაქის ქუჩებში ზედამხედველობის სამსახურის სულ ოთხი ავტომანქანა იმოძრავებს. 






Print