ახალი ამბები
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებენ
FaceBook

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად საკრებულოს  სხდომაზე დღეს გამოიტანენ.

კენჭისყრა ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. ოპოზიციონერი დეპუტატები პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.


"სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ესენი არიან მავნებლები და ჩვენ არ ვაპირებთ მათთან საუბარს. ვაგრძელებთ ბოიკოტს",- ამბობს საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, დავით გოგისვანიძე.

"ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, კვერცხების და ცოცხების რეჟიმში რაზე უნდა ესაუბრო ამათ? ისედაც, არასდროს ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებიათ, შესაბამისად, პროცესში მონაწილეობა აზრს მოკლებულია",-ამბობს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია.

საკრებულოს ოპოზიციას მონაწილეობა არც პროექტის კომისიურ და ფრაქციულ განხილვაში მიუღია. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, კომისიები ძირითადად, კონკრეტული პროექტებისთვის თანხის დამატებას ითხოვდნენ.

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 მილიონი ლარია.
მერიის თქმით, მომავალ წელს მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები იქნება.

 

Print