ახალი ამბები
"ანგარიში არის მთლიანობაში დაბალანსებული" - წულუკიანი ციხეებში პატიმრებზე ძალადობაზე
FaceBook
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულიკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც ის ციხეებში ძალადობრივ გარემოზე საუბრობს, დაბალანსებულს უწოდებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს ხოლმე სახალხო დამცველთან, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკვე 2 წელიწადზე მეტია თანამდებობაზეა და სულ 3-ჯერ თუ 4-ჯერ არის ციხეში ნამყოფი და ისიც მხოლოდ ე.წ. ცნობილ პატიმრებს შეხვდა და რიგითი პატიმრები როცა ითხოვენ მათან შეხვედრას, არ მოდის ხოლმე. ასევე სხვა რაიმე კრიტიკული შენიშვნა შეიძლება მე მქონდეს მასთან დაკავშირებით, მაგრამ დღევანდელი ანგარიში არის მთლიანობაში დაბალანსებული, ის ასახავს რამდენიმე რეალობას", - აცხადებს თეა წულუკიანი. 

მისივე თქმით, ერთი რეალობა არის ის, რომ პრაქტიკულად იმ 4 ყველაზე დიდ დაწესებულებაში, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, აღმოფხვრილია წამება და არაადამიანური მოპყრობა.

არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც არაეთიკურად მოეპყრო რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი პატიმარს. ასეთი არის 4-5 შემთხვევა და თითოეული ეს თანამშრომელი მიუხედავად იმისა, რომ თვლიდნენ, რომ ზედმეტად მკაცრი იყო ჩვენი რეაგირება, გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან.

ასევე, არის რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ წლებია ჩვენ გვაქვს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გამოწვევა. ჩვენ დავძლიეთ ეპიდემიები, რაც ნაციონალური მოძრაობიდან გვხვდა წილად. იცით, რომ ტუბდისპანსერი ციხის იყო გადატვირთული. ჰეპატიტი С მძვინვარებდა და პრაქტიკულად სამედიცინო მომსახურება არ გაიცემოდა. მაგრამ ჩვენ გვაქვს დღეს გამოწვევა, სამედიცინო რიგების. 2300 პატიმარი უკვე 2-3 წელია ელოდება ოპერაციას და ჩვენ დავიწყეთ ნოემბრის თვიდან ამ რიგების განულებაზე მუშაობა და მარტში უნდა დასრულდეს.

ასევე, რეალობაა ამ ანგარიშში იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებად ამ დაწესებულებაში, ქალთა დაწესებულებაში, მაგრამ უფრო მეტად მამაკაცთა დაწესებულებებში, სადაც დახურული სივრცეა, პატიმრები ერთმანეთს ან ვერბალურად, ან ფიზიკურად უპირისპირდებიან ხოლმე და არის არა მხოლოდ შელაპარაკება, არამედ ჩხუბიც. აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაზე იწყება გამოძიება, ზოგი სრულდება წარმატებით, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში ისევ პატიმრები შემდეგ თავს იკავებენ, მოგვცენ ჩვენება და ეს სიჩუმის წესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის გამოძიებას. 

... და დაწესებულებების ინფრასტრუქტურა. ჩვენ დავამთავრეთ პროექტებზე მუშაობა. სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ამას აღნიშნავს და რა თქმა უნდა, მათთან ერთად გავაგრძელებთ იმაზე მუშაობას, რომ ახალი 4 დაწესებულება, რომლის მშენებლობაც დაიწყება, მთლიანად ადამიანის უფლებების პრიორიტეტებზე იყოს აგებული", - აცხადებს წულუკიანი. 

სახალხო დამცველის 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის ციხეში პატიმარი ადმინისტრაციის დავალებით სხვა პატიმრებს სცემს.

სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი მიმდინარე წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში ჩაატარა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ციხეში ადმინისტრაციის მითითებით ერთი პატიმარი ფიზიკურად უსწორდება სხვა პატიმრებს - ომბუდსმენი
Print