ახალი ამბები
24 დეკემბერს თბილისი - ქუთაისი - ოზურგეთის მატარებლის რეისი უქმდება
FaceBook
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს,
ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი - ქუთაისი - ოზურგეთი.


ასევე, საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 - ხაშური - ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, 25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ. ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ "საქართველოს რკინიგზის" ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება.



Print