ახალი ამბები
სამტრედიის მერია კონდიციონერებს 18 230 ლარად ყიდულობს
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტი გამაგრილებელ და სავენტილაციუო მოწყობილობების შეძენაში 18 230 ლარს გადაიხდის.
მერიის ადმინისტრაციული შენობისთვის ერთი ერთეული, 60 კვ. მ მოცულობვის, რვა ერთეული და 120 კვ. მ მოცულობის კონდიციონერების მოწოდება-მონტაჟზე ტენდერი (NAT190024595) მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გამოცხადდა.

მომწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მოწოდებული კონდიციონერების მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილებზე.

წინადადებების მიღება 23 დეკემბერს სრულდება.
Print