ახალი ამბები
"ტორპედო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
FaceBook

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი  ''ტორპედო''  მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა.


ამის შესახებ ინფორმაცია  "ტორპედოს" ფეისბუქ გვერდზე  გავრცელდა. 


კახა ჩხეტიანსა და ''ტორპედოს'' შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გაწყდა.

კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა.

მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს "ტორპედომ" ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, კლუბმა ორ-ორჯერ საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო, პირველად ითამაშა ევროპალიგის პლეი-ოფში.

"ტორპედო" კახა ჩხეტიანთან ერთად ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, შალვა ღონღაძემაც დატოვა, რომელიც კლუბში 2017 წლიდან მუშაობდა.

 

Print