ახალი ამბები
ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით ქუთაისში აქცია გაიმართა
FaceBook

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება გააპროტესტეს.

"ვაჟა ექიმი არის უკანონო ტყვეობაში, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სასწრაფოთ გაატაროს სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები", -  ამბობს მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი.

ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს, 1 წელი და ცხრა თვე  პატიმრობა შეეფარდა.

თბილისში მცხოვრები და მომუშავე ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, დააკავეს. თუმცა ექიმი, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება.  იგი ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია. იგი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია და კლინიკა „მედი ქლაბის“ წამყვანი სპეციალისტი. კონფლიქტის ზონაში იგი, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა.

 

Print