ახალი ამბები
ქუთაისის მერია ავტომანქანების რეცხვისთვის რამდენიმეათასიან ტენდერს აცხადებს
FaceBook

ქუთაისის მერიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული 12 ერთეული ავტოსატრანპორტო საშუალების რეცხვა-დასუფთავებისვის ტენდერი გამოაცხადა.


სახელმწიფო შესყიდვის  მიხედვით, (NAT190024809) ვტოსატრანსპორტო საშუალების დასუფთავებაში ქუთაისის მერია 6 624 ლარს გადაიხდის.

ტენდერში აღნიშნულია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია კვირის ნებისმიერ დღეს,  ურიგოდ, დაასუფთაოს აღნიშნული ავტომანქანები.

ქუთაისის მერიამ ტენდერი 17 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 23 დეკემბერს იწყება და მთავრდება 25 დეკემბერს.




 

Print