ახალი ამბები
წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში, ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.



ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 44 წლის მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც  ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, ღამის 4 საათზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, სასწრაფოსა და პოლიციაში თავად მძღოლმა დარეკა.

'' მთვრალი იყო და გზაზე მიდიოდა, მანქანა სწრაფად მოძრაობდა, ალბათ, არც მძღოლს უფიქრია შუაღამეზე გზაზე თუ ვინმე იქნებოდა. დაეჯახა და საწყალი კაცი შორს მანძილზე ისროლა", - ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


 

Print