ახალი ამბები
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლო ნობათის დარიგება 24 დეკემბრიდან დაიწყება
FaceBook
ქუთაისში, სოციალურად დაუცველებს საახალწლო ნობათები 24 დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში დაურიგდებათ. ბენეფიციარებისთვის პროდუქტების გაცემა აღმაშენებლის გამზირის #53-ში მოხდება.

გაყინული ქათამი, ზეთი, ფქვილი, კვერცხი, შაქარი, კარაქი, შოკოლადი და კანფეტი - ესა ის ძირითადი პროდუქტიებია, რომელსაც 2 135 ბენეფიციარი მიიღებს.



ქუთაისი მერიამ შესაბამისი ტენდერი (190020120 ) 21 ოქტომბერს 60 000 ლარად გამოაცხადა , ტენდერში შპს ,,გიორგი 2019''-მა 59 993 ლარად გაიმარჯვა.



ამავე თემაზე:

ქუთაისში საახალწლო ნობათს 2 135 ბენეფიციარი მიიღებს

60 000 ლარიანი ტენდერი ერთი კვირის დაფუძნებულმა კომპანიამ მოიგო
Print