ახალი ამბები
ქუთაისში სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა
FaceBook
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო მოყვარული ფოტოგრაფების მიერ, ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.
ღონისძიებას სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს გადაეცემა.

საღამო ქუთაისის საკრებულოს ინიციატივითა და "ქუთაისის" უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში ჩართული იყო ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის - იმერეთის ბიურო.
პირველი არხის ოპერატორი, სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 27 წლის იყო.
Print