ახალი ამბები
სოფელ არგვეთაში, სადაც მოზარდები ნაქირავებ სახლში სწავლობენ, სკოლა შენდება
FaceBook

ზესტაფონის სოფელ არგვეთას 100-ზე მეტ მოზარდს მალე ახალი სკოლა ექნება. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო.


სოფელში ერთადერთი სკოლა 2017 წელს  დაინგრა. სკოლის ადმინისტრაცია იძულებული გახდა კერძო სახლი ექირავა და მოსწავლეები იქ გადაეყვანა.

სახლში გახსნილ სკოლაზე ქუთაისიპოსტმა მულტიმედია მასალა ერთი წლის წინ მოამზადა. მაშინ მოზარდები ახალ სკოლაზე ოცნებობდნენ. ახალი შენობის მშენებლობის იმედი ჰქონდათ პედაგოგებსაც.

ერთი წლის შემდეგ, კი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელში  სკოლის მშენებლობა დაიწყო. შენობა  240 მოსწავლეზე იქნება  გათვლილი.  საგანმანათლებლო დაწესებულების ახალი კორპუსი უახლესი სტანდარტებით უნდა აღიჭურვოს.  სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მანამდე მოსწავლეები კიდევ ერთ სასწავლო წელს ატარებენ ნაქირავებ სახლში.

როგორია " სკოლა სახლში", ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული მასალა.

 

Print