ახალი ამბები
"სისხლიანი ხელების" ანაბეჭდები და პროტესტი შავი ბუშტებით (ფოტო)
FaceBook
"სისტემა უნდა დაინგრეს"- ამ შეძახილებით გაგრძელდა აქცია ქუთაისში იმერეთის სამხარეო პოლიციასთან.
აქციის მონაწილეებმა შენობასთან  დაწერეს - "სირცხვილია" და "ამ ცხოვრების დედაც", შესასვლელ კარებზე კი წითელი საღებავით შეღებილი ხელებით ანაბეჭდები დატოვეს, როგორც სისხლიანი სისტემის სიმბოლო. 



აქციის მონაწილეებმა სამხარეო პოლიციის ჭიშკარზე გლოვის ნიშნად, ასევე,  შავი ლენტები, შავი ბუშტები და საპროტესტო შინაარსის პლაკატები მიაკრეს.

'' ეს არის სიმბოლო გლოვის, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლუკა სირაძის ოჯახს, ის გახდა სისტემის მსხვერპლი','- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.









აქციის მონაწილეები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობისკენ ცენტრალური მოედნიდან ფეხით წავიდნენ. 

მსვლელობის მონაწილეები პოლიციის შენობასთან შეძახილებით "არა ძალადობას", "სისტემა უნდა დაინგრეს" მივიდნენ.

ქუთაისში აქტივისტებმა პირველი საპორტესტო აქცია 17 დეკემბერს,  ლადო მესხიშვილის თეატრთან გამართეს, სადაც ბანერი წარწერით "ამ ცხოვრების დედაც" მიიტანეს" და მომხდარი გააპროტესტეს.

მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 18 დეკემბერს იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გაიმართა. "პოლიცია არ უნდა კლავდეს!" "სისტემავ!! შენი ვალდებულებაა ბავშვის დაცვა"- ამ მოწოდებებით მივიდნენ აქტისტები შენობასთან.


''ამ ცხოვრების დედაც''- ეს წარწერა 15 წლის მოზარდმა სკოლის კედელზე გააკეთა. სკოლის დირექტორმა მომხდარი პოლიციაში განაცხადა, რის გამოც, არასრულწლოვანი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. მოზარდს ''მწვანე სკოლის'' შენობაში შესვლას და კედელზე წარწერის გაკეთებას ედავებოდნენ. დაკითხვიდან რამდენიმე საათში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა.

Print