ახალი ამბები
"სისტემა კლავს" - აქცია-მსვლელობა ქუთაისში (Live)
FaceBook
ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში აქცია-მსვლელობას მართავენ.


ისინი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მიდიან შეძახილებით " სისტემა კლავს".

აქციის მონაწილეები 15 წლის მოზარდის ტრაგიკულ დაღუპვაში ძალოვან სისტემას ადანაშაულებენ.




სამოქალაქო აქტივისცეტმა მსვლელობა მესხიშვილის თეატრიდან დაიწყეს, სადაც აქციას მართავდნენ.


"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლის, ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ, ქუთაისში სამოქლაქო აქტივისტებმა პირველი აქცია 17 დეკემბრის საღამოს გამართეს და ქუჩებში წარწერები "ამ ცხოვრების დედაც" დატოვეს. ეს ის ფრაზაა, რომელიც 15 წლის მოზარდმა მის ყოფილი სკოლის კედელზე დაწერა.

მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 18 დეკემბერს იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გაიმართა. "პოლიცია არ უნდა კლავდეს!" "სისტემავ!! შენი ვალდებულებაა ბავშვის დაცვა"- ამ მოწოდებებით მივიდნენ აქტივისტები შენობასთან.


15 წლის მოზარდი "მწვანე სკოლაში" მომხდარის გამო პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც ოჯახის წევრების თქმით, მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის გამოც იგი მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ექიმებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს.

Print