ახალი ამბები
"ამ ცხოვრების დედაც" - სანთლებით გაკეთებული წარწერა ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
"სისტემა კლავს", "ვინ არის შემდეგი?" - ამ სლოგანებით ქუთაისში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობაში საპოლიციო და საგანმანათლებლო სისტემა დაადანაშაულეს და ხელისუფლებას რადიკალური ცვლილებისკენ მოუწოდეს.

აქციაზე სანთლებით დაწერეს გარდაცვლილი ლუკა სირაძის ფრაზა "ამ ცხოვრების დედაც" და ცაში შავი ბუშტები გაუშვეს.




ქუთაისში აქტივისტებმა პირველი საპორტესტო აქცია 17 დეკემბერს,  ლადო მესხიშვილის თეატრთან გამართეს, სადაც ბანერი წარწერით "ამ ცხოვრების დედაც" მიიტანეს" და მომხდარი გააპროტესტეს.

მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 18 დეკემბერს იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გაიმართა. "პოლიცია არ უნდა კლავდეს!" "სისტემავ!! შენი ვალდებულებაა ბავშვის დაცვა"- ამ მოწოდებებით მივიდნენ აქტისტები შენობასთან.


''ამ ცხოვრების დედაც''- ეს წარწერა 15 წლის მოზარდმა სკოლის კედელზე გააკეთა. სკოლის დირექტორმა მომხდარი პოლიციაში განაცხადა, რის გამოც, არასრულწლოვანი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. მოზარდს ''მწვანე სკოლის'' შენობაში შესვლას და კედელზე წარწერის გაკეთებას ედავებოდნენ. დაკითხვიდან რამდენიმე საათში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა.
Print