ახალი ამბები
'' პოლიცია არ უნდა კლავდეს''- საპროტესტო აქცია ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
"პოლიცია არ უნდა კლავდეს!" "სისტემავ!! შენი ვალდებულებაა ბავშვის დაცვა"-ამ სლოგანებით იმერეთის სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.




აქციის მონაწილეებმა 15 წლის მოზარდის ტრაგიკულ დაღუპვაში ძალოვანი სისტემა დაადანაშაულეს.

"პირველ რიგში გამოვხატეთ სოლიდარობა და მწუხარება მომხდარის გამო, ამავე დროს ჩვენ ვაპროტესტებთ იმ არაჰუმანურ საპოლიციო სისტემას, რომელმაც ბევრი მსხვერპლი დაგვანახა და ეს აღარ უნდა გაგრძელდეს"- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აკაკი საღინაძე.

სამოქალაქო აქტივისტებმა აქციაზე მიტანილი ბანერები პოლიციის შესასვლელ კართან დააწყვეს,  ასფალტზე კი წარწერა "ამ ცხოვრების დედაც" დატოვეს.









დღესვე, 18:30 საათზე  მესხიშვილის თეატრთან მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლის, ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ, ქუთაისში სამოქლაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და ქუჩებში წარწერები "ამ ცხოვრების დედაც" დატოვეს. ეს ის ფრაზაა, რომელიც 15 წლის მოზარდმა მის ყოფილი სკოლის კედელზე დაწერა.

მოზარდი მომხდარის გამო პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც ოჯახის წევრების თქმით, მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის გამოც იგი მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ექიმებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს.



ამავე თემაზე:

"ამ ცხოვრების დედაც"-აქცია ქუთაისში

"ამ ცხოვრების დედაც'' - ქუთაისში სამხარეო პოლიციასთან აქცია დაიგეგმა


Print