ახალი ამბები
სამოქალაქო პროტესტს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებიც შეუერთდნენ
FaceBook
"ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის" აღსაზრდელებმა შენობის კედელზე წარწერა "ამ ცხოვრების დედაც" გააკეთეს. მოსწავლეებმა  15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით პროტესტი ამ ფორმით გამოთქვეს. მოზარდებმა შენობასთან სანთლებიც მიიტანეს.

" ეს არის ჩვენი გულის ტკივილი და გამოძახილი. ვუსამძიმრებთ ოჯახს", _ ამბობს ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლე სოფო ილურიძე.


"მწვანე სკოლის"  ყოფილი მოსწავლის, ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ  სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და ქუჩებში წარწერები "ამ ცხოვრების დედაც" დატოვეს. ეს ის ფრაზაა, რომელიც 15 წლის მოზარდმა მის ყოფილი სკოლის კედელზე დაწერა.

მოზარდი მომხდარის გამო პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც ოჯახის წევრების თქმით, მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის გამოც იგი მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ექიმებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს.  

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქცია სლოგანით "ამ ცხოვრების დედაც"  იმართება.  





ამავე თემაზე:

"ამ ცხოვრების დედაც'' - ქუთაისში სამხარეო პოლიციასთან აქცია დაიგეგმა


"ამ ცხოვრების დედაც"-აქცია ქუთაისში
Print