ახალი ამბები
ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება
FaceBook
21 დეკემბერს, ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთების ღონისძიება აღარ შედგება.

ქუთაისის მერიამ ეს გადაწყვეტილება 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მიიღო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე.
შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება",– ნათქვამია ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებაში.

მერიაში აცხადებენ, რომ ნაძვის ხის ანთების თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.  






Print