ახალი ამბები
"ამ ცხოვრების დედაც"- პროტესტის გამქრალი კვალი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო,  ქუთაისის  ქუჩებში 17 დეკემბერს გვიან ღამით გაკეთებული საპროტესტო  წარწერები „ამ ცხოვრების დედაც“,  დღეს დილით უკვე  წაშლილია.

შენობებსა და ასფალტზე დაწერილი ფრაზები გასუფთავებული ან თეთრი საღებავით არის გადაღებილი. ჩამოხსნილია ბანერიც, რომელიც აქციის მონაწილეებმა ხიდზე გააკრეს.





ჩამოხსნილია ბანერიც, რომელიც აქციის მონაწილეებმა ხიდზე გააკრეს

ერთადერთ წარწერაა შემორჩენილი ცენტრალურ ბაღში შადრევანზე, რომელიც, როგორც ჩანს,  მერიის შესაბამის სამსახურს გამორჩა



ვინ წაშალა პროტესტის კვალი ქუთაისის ქუჩებში, მერიას ამ კითხვაზე ჯერჯერობით არ უპასუხია.

სამოქალაქო აქტივისტებმა „მწვანე სკოლის“ მოსწავლის, ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ  საპროტესტო აქცია გამართეს და ქუჩებში წარწერები  „ამ ცხოვრების დედაც“ დატოვეს. ეს ის ფრაზაა, რომელიც
15 წლის მოზარდმა მისი ყოფილი სკოლის კედელზე დატოვა.

მოზარდი მომხდარის გამო პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც ოჯახის წევრების თქმით, მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის გამოც იგი მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ექიმებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს.

Print