ახალი ამბები
"ამ ცხოვრების დედაც'' - ქუთაისში სამხარეო პოლიციასთან აქცია დაიგეგმა
FaceBook
"ამ ცხოვრების დედაც''- ამ ლოზუნგით ქუთაისში 16:00 საათზე იმერეთის სამხარეო პოლიციასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორის, სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ბრძოლის გარეშე პროგრესი არ იქნება.

''ტრაგიკული ფაქტია, ახლა გლოვის დროა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და თუ სისტემას არ გამოვუცხადებთ ბრძოლას და არ შევცვლით, პროგრესი ვერ გვექნება. ძალოვანი სტრუქტურები გამოირჩევიან არაჰუმანური მოპყრობით, ეს ყველაზე ღია პრობლემაა ამ სისტემის, სხვა დანარჩენი კი კონკრეტული ფაქტებითა და გამოძიებებით დგინდება. დღევანდელი აქციით ერთის მხრივ ოჯახსა და დაღუპულს მივაგებთ პატივს, მეორე მხრივ კი გავაპროტესტებთ სისტემურ დარღვევებს მისი შემდგომი გადაჭრისათვის''-, ამბობს აქციის ორგანიზატორი აკაკი საღინაძე.

სოლიდარობის აქციას უერთდება ორგანიზაცია ''რუსეთი ოკუპანტიას'' წევრები.

''ამ ცხოვრების დედაც''- ეს წარწერა 15 წლის მოზარდმა სკოლის კედელზე გააკეთა. სკოლის დირექტორმა მომხდარი  პოლიციაში განაცხადა, რის გამოც, არასრულწლოვანი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.  მოზარდს ''მწვანე სკოლის'' შენობაში შესვლას და კედელზე წარწერის გაკეთებას ედავებოდნენ.  დაკითხვიდან რამდენიმე საათში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა,  17 დეკემბერს კი  გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მოზარდის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.



ამავე თემაზე:


"ამ ცხოვრების დედაც"- აქცია ქუთაისში
Print