ახალი ამბები
"ამ ცხოვრების დედაც"-აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება. აქტივისტებმა ლადო მესხიშვილის თეატრთან აქცია გამართეს, სადაც ბანერი წარწერით "ამ ცხოვრების დედაც" მიიტანეს" და მომხდარი გააპროტესტეს.
ეს ის ფრაზაა, რომელიც 15 წლის მოზარდმა მისი ყოფილი სკოლის კედელზე პროტესტის ნიშნად დაწერა და რის გამოც,  იგი დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვიდან გამოსული კი მეცხრე სართულიდან გადმოხტა. 15 წლის ბიჭი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოზარდზე პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიურად იძალადეს.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ბანერი თეთრ ხიდზე გადაფინეს. ქალაქის ქუჩებში კი წარწერები "ამ ცხოვრების დედაც" დატოვეს.
Print