ახალი ამბები
2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“
FaceBook

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 389 ჟურნალისტი იმყოფება.


ისინი ციხეებში პროფესიული საქმიანობის გამო მოხვდნენ.

როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, პატიმრობაში მყოფი რეპორტიორების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობით პირველ სამეულში არის ჩინეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი.

ამავე ანგარიშიც მიხედვით, 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში 49 ჟურნალისტი მოკლეს. რეპორტიორებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად დასახელებულია სირია, მექსიკა, ავღანეთი, პაკისტანი და სომალი.

ამას გარდა, 2019 წლის განმავლობაში მძევლად აიყვანეს ან გაიტაცეს 57 რეპორტიორი. მათ შორის ერთი უკრაინაში, დანარჩენები კი სირიაში, იემენესა და ერაყში. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2019 წლის ანგარიში, პირველი იანვრიდან პირველ დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.


1tv.ge

 

Print