ახალი ამბები
საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1 217,1 ლარია
FaceBook

საქსტატმა ხელფასების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით,  2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური  ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა.


საქსტატის ცნობით, ამჟამად საშუალო თვიური ხელფასი 1 217.1 ლარს შეადგენს.


სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობთ, III კვარტალში ხელფასების ზრდა ყველა სფეროში შეინიშნება.

2019 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 22.5 ლარით და 1 042.0 ლარს შეადგენს.

ამავე პერიოდში, საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 475.7 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 72.2 და 115.2 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

 

Print