ახალი ამბები
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს აინთება
FaceBook

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება 21 დეკემბერსაა დაგეგმილი.


მთავარ საახალწლო ატრიბუტს საზეიმოდ 18:30 წუთზე გაანათებენ.

ღონისძიებას ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი მუსიკალურად გააფორმებს.


ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის მორთვა თითქმის დასრულდა. ცენტრალურ მოედანზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საახალწლო მორთულობა უკვე დამონტაჟდა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე.

Print