ახალი ამბები
დაკავებული, რომლის ადვოკატიც პროკურატურას ფარულ მოსმენაში ადანაშაულებდა, გაათავისუფლეს
FaceBook

ქუთაისში, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირი, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში  დააკავეს, სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.


ადვოკატი, აკაკი ჯანელიძე  ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის  დაკავება, რომელსაც იგი დაზარალებულის სტატუსით იცავს,  ცრუ ჩვენების მიცემის საფუძველზე მოხდა. აკაკი ჯანელიძე განმარტავს, რომ გამოძიებამ საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო მასსა და მის კლიენტს შორის  ფარული მიყურადების ჩანაწერი, რომლის მოპოვების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.

„გამოძიებამ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ფარული მიყურადების საფუძველი მოწმეზე შესაძლო ზეწოლა იყო, თუმცა, ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, რაც დაადასტურა სააპელაციო სასამართლომ და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი  5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“,- ამბობს აკაკი ჯანელიძე.

გ.კ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას, მისთვის ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობის მიყენების შესახებ აძლევდა. იგი ჩვენების მიცემის დასრულებისთანავე დააკავეს. აღნიშნულ საქმეში გ.კ. დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს.

Print