ახალი ამბები
შს სამინისტროს განმარტება "მაესტროს" ჟურნალისტსა და პოლიციის უფროსს შორის მომხდარ ფაქტზე
FaceBook
ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტსა და გურიის სამხარეო პოლიციის უფროსს შორის მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს აკეთებენ.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე შესწავლას გენერალური ინსპექცია დაიწყებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენელი, თამთა კოკელაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ გენერალური ინსპექცია ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ მედიით გავრცელდა.
ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე გურიაში პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის დროს პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის მცდელობაზე საუბრობდა. ჟურნალისტის განმარტებით, გურიაში ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ვიზიტად ჩასულ პრემიერ-მინისტრს შეკითვა დაუსვა ქონდა თუ არა ინფორმაცია დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გურიის ადგილობრივი პოლიციის უფროსმა ჟურნალისტი გაიყვანა და მისგან განმარტება მოითხოვა.

Print