ახალი ამბები
ისევ ერთ წრეზე ვტრიალებთ - "მაესტროს" ჟურნალისტის განმარტება გურიის პოლიციის უფროსთან მომხდარ ინციდენტზე
FaceBook
ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე გურიაში პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის დროს პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის მცდელობაზე საუბრობს.

ჟურნალისტის განმარტებით, გურიაში ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ვიზიტად ჩასულ პრემიერ-მინისტრს შეკითვა დაუსვა ქონდა თუ არა ინფორმაცია დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გურიის ადგილობრივი პოლიციის უფროსმა ჟურნალისტი გაიყვანა და მისგან განმარტება მოითხოვა.
"გურიის პოლიციის უფროსმა პრემიერიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გამიყვანა და მთხოვდა ამეხსნა, რატომ დავუსვი პრემიერს კითხვა. მისი თქმით, მე გურიის პოლიციელები პრემიერთან დავასმინე. ამის შემდეგ მეუბნებოდა, რომ შეეძლო დავეკავებინე და განყოფილებაში წავეყვანე. მთხოვდა ჟურნალისტის მოწმობას, რომელიც მანქანაში მქონდა. რამდენიმე წუთით ჩემი გაუჩინარების შემდეგ, ჟურნალისტებმა დაიწყეს ჩემი მოძიება. ჩემი კოლეგები კამერებით მოვიდნენ და კამერების დანახვის შემდეგ პოლიციის უფროსმა საუბრის ტონი შეცვალა. კარგად ვარ და გურიაში ვაგრძელებ მუშაობას. როგორც ჩანს, ისევ წრეზე ვტრიალებთ," - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.
მისივე თქმი, ინციდენტისას ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ქონია.

Print