ახალი ამბები
საახალწლო ბაზრობა ქუთაისში 25 დეკემბრიდან მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, საახალწლო  ბაზრობა 25 დეკემბრიდან  15 იანვრის ჩათვლით  გაიმართება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ბაზრობა ქალაქის სამ ნაწილში -  ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ ე.წ. მწვანე ბაზრის შესასვლელთან, ჭავჭავაძის ქუჩასა და ყოფილი სახანძროს ტერიტორიაზე მოეწყობა.

ბაზრობაზე თავიანთი პროდუქციის გაყიდვით დაინტერესებულმა პირებმა ადგილობრივ თვითმმართველობას 25 დეკემბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ.

Print