ახალი ამბები
ქუთაისელი ტენორი იტალიაში იმღერებს
FaceBook
15 დეკემბერს, იტალიაში, ქალაქ სალერნოში დაგეგმილ კონცერტზე ქუთაისელი ტენორი იმღერებს.
ნიკოლოზ გორგოძე ორ იტალიურ არეას
("rigoletto", LA DONNA È MOBILE", "COREN'GRATO") და ქართულ სიმღერებს შეასრულებს.

''ჩემთვის სასიხარულოა უცხო ქვეყანაში ჩემი ქართული სიმღერების და კულტურის წარდგენა, ეს ერთგვარი პატივიცაა ჩემთვის,''- ამბობს ტენორი ნიკოლოზ გორგოძე.

ქუთაისელ ტენორს ნამღერი აქვს ფლორენციის სამეფოსა და მედიჩების სასახლეში, პისტოის და პრატოს თეატრებში.

ნიკოლოზ გორგოძემ 2013 წელს იტალიის ქალაქ პოსტოიაში ვინჩენცო ბერლინის სახელობის კერძო სასწავლებელში ჩააბარა.

2016 წელს ფლორენციის ლუიჯი ქერუბინის სახელობის კონსერვატორიაში დაიწყო სწავლა.

ახალგაზრდა მუსიკოსი 7 წელია იტალიაში ცხოვრობს.


Print