ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში შესვლაზე ჟურნალისტებისთვის შეზღუდვა დაწესდა
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტებისთვის გადაადგილება შეიზღუდა.
დაცვის თანამშრომლები მედიის წარმომადგენლებს შენობაში მხოლოდ პრესსამსახურთან შეთანხმების შემთხვევაში უშვებენ. 

მერიაში აცხადებენ, რომ ამიერიდან შენობაში შესვლა მხოლოდ საშვით იქნება შესაძლებელი, თუმცა მერიამ ეს რეგულაცია ისე დააწესა, რომ საშვთა სისტემის შემოღების შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის არ უცნობებია.

მერიას ამ დრომდე არც ის განუმარტავს, რის საფუძველზე შეეზღუდათ ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მედიის წარმომადგენლები ამ დრომდე შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ. მათთვის არ მოქმედებდა საშვთა სისტემა, რადგან მერიას ეს  არასდროს მოუთხოვია.


Print