პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია  დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაასახელეს.


შენგელია მოვალეობას მანამდე შეასრულებს, ვიდრე საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება ყველა დეპუტატს შეუძლია. დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ.


ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკა ლატარიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა, მას დეპუტატის მანდატზე უარი არ უთქვამს.

საკრებულოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს პოსტიდან წასვლის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო.

Print