ახალი ამბები
ზესტაფონის სასამართლომ "ჯეოსელს" ანძის დადგმის ნებართვა არ მისცა
FaceBook
მოსამართლის გადაწყვეტილებით, "ჯეოსელის" ანძის დადგმა იმ შემთხვევაშიც იქნებოდა გაუმართლებელი, თუნდაც ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობა ყოფილიყო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოფელ ზოვრეთში კომპანია "ჯეოსელის" გადამცემი ანტენების ანძა არ დაიდგემება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ანძის დადგმა იმ შემთხვევაშიც იქნებოდა გაუმართლებელი, თუნდაც ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობა ყოფილიყო.
სოფელ ზოვრეთის მოსახლეობა "ჯეოსელს" სასამართლოში სწორედ, ანძის დადგმის მცდელობის გამო უჩიოდა. სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 10 სექტემბერს შედგა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობა ტერიტორიას, სადაც კომპანია "ჯეოსელი" გადამცემი ანტენების დამონტაჟებას აპირებდა, 24 საათიან რეჟიმში დარაჯობდა.
"ჯეოსელში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

თეკლე მორგოშია


Print